X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

გორელებს უგზოობის პრობლემა აღარ შეაწუხებთ

19 ოქტომბერი 2016

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და  ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა, გორის მერთან ზურაბ ჯირკველიშვილთან ერთად  ქალაქში ბოლო 4 წლის განმავლობაში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული პროექტები დაათვალიერა.

2013-2016 წლებში  გორში  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან  9 041 630 ლარის ღირებულების 17 ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდა. აღნიშნული თანხის დიდი ნაწილი - 4 422 831 ლარი,  ქალაქის შიდა ქუჩების საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობებსებას მოხმარდა, ნაწილი -  4264788 საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგებას, დანარჩენი თანხა კი  -  სანიაღვრე სისტემების, ხიდებისა და საბავშვო ბაღების რეაბილიტაციას.

დასაფინანსებელი პროეტქების შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღება ისეთ ქუჩებზე გამახვილდა, რომლებზეც მოასფალტებული გზა არასდროს ყოფილა, ან იმდენად იყო დაზიანებული, რომ მასზე გადაადგილება შეუძლებელი იყო.  

დღეისათვის ეს პრობლემა მოგვარებულია და გორელებს ქალაქის ქუჩებში როგორც ფეხით, ასევე ტრანსპორტით თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება.